თეგი: ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. მან პირველ მარტს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის ორი საკვანძო მიზეზით: საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს; გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ მოხალისეების გაგზავნაში ხელშეშლას, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ უკრაინას. მისი თქმით, არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს. „რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებას, დღესაც, მე-7 დღეს მიმდინარეობს ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა არ ჩერდება, გრძელდება სროლა, სარაკეტო დარტყმები საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმართულებით. დღეს ჩვენ მომსწრე გავხდით, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა კიევის ცენტრალური მოედნის მიმართულებით სროლა და ასევე ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის მიმართულებით. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ყველა ეს ქმედება წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, რუსეთი წარმოადგენს ტერორისტ სახელმწიფოს. უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, როგორც კრიმინალები. უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინელი ხალხი მამაცად იცავს საკუთარ ქვეყანას. სიტუაცია არის რთული, მაგრამ ექვემდებარება კონტროლს. უკრაინის სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამოიყენებს ყველა ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ეს ქმედებები. აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობა. უკრაინა იღებს საჭირო შეიარაღებას და ტექნიკას“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა. რაც შეეხება რეზოლუციის დამტკიცებას, მისი შეფასებით, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი და პოლიტიკური გამოხატულება უკრაინის სტაბილურობის მხრივ. „სხვა მიმართულება უკრაინის თანამშრომლების საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე საქართველოსთან, არის ჰუმანიტარული დახმარება. როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონა. ეს ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, რომელსაც ახლა ძალიან საჭიროებს შეიარაღებული ძალები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. ცოტა ხანში, ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების მიერ, ასევე საქმიანი წრეების და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის მადლობელი ვართ ამ მხადრაჭერისთვის, ჩვენ დღეს მას ვგრძნობთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა ქართული მედიასაშუალებების ცნობით. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინის დროებითი რწმუნებული: რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება დაუშვებელია, ეს რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ​ანდრეი კასიანოვი საელჩოში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოდან რძის პროდუქტების იმპორტის დაშვებას. კასიანოვის განმარტებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციები გრძელდება. რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მომენტს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად და მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა.   მოვუწოდებთ ყველას, ნებისმიერი სპეკულაციისგან თავი შეიკავოს და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს, უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად, მიღებული მოგება კი, უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი. ცალკე მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით, უსაზღვროა ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყველა ქუჩა, ხიდები უკრაინის დროშის ფერებშია, ჩვენ, უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინასთან ერთად მზად ხართ, იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევანისთვის. ამასთან, კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან „დროული და მნიშვნელოვანია“. ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ პოლონეთის, მეგობრების, ასეთი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და ჩვენ ამას არასდროს არ დავივიწყებთ. საქართველო ასევე გვიდგას გვერდით ამ საკითხში. 6 მარტს, კვირას უკრაინაში გაიგზავნა თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო აღჭურვილობა 40 ტონა, მედიკამენტები, სურსათი ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ყველაფერი, რასაც ძალიან საჭიროებს ახლა უკრაინის მოსახლეობა. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. უკრაინის საელჩო საქართველოში გამოთქვამს მადლიერებას პირველ რიგში საქართველოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე, მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვი: რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში საქართველოს ცის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გზავნის დამატებით ძალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „ესენი არიან სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ ეს იყო მედიის მხრიდან მათდამი მიმართვის საპასუხო განცხადება. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

კასიანოვი: საქართველოში დაახლოებით 14 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება

„საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ დროისთვის  საქართველოში დაახლოებით 14 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებიც ქვეყანაში 24 თებერვლამდე და მას შემდეგ შემოვიდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩევლმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.  „რადგან ომი მიმდინარეობს, არ არსებობს ზუსტი რიცხვი მათ [ლტოლვილების] რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან სულ იზრდება ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ 14 000 უკრაინელი ჩამოვიდა. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს აქ ყოფნის ოფიციალური შესაძლებლობა მიეცეთ. უღრმესი მადლობა ქართული ოჯახებს, რომლებიც საქართველოში გვღებულობენ, ასეთი თბილი მიღებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეგობარი გაჭირვებაშია ნამდვილი მეგობარი”, – თქვა კასიანოვმა. ამასთან, ელჩის მრჩეველის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან 580 ტონა ჰუმანიტარული დახამრება გაიგზავნა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ანდრეი კასიანოვი: მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს უკრაინაში სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით. „ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან“, - განაცხადა კასიანოვმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება. ,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი. უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ დაზვერვის განცხადებაზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვთან შეხვედრა გამართა. უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება. ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს  აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხევდრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების - უსაფრთხოების სასმსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით.  მათ  შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის  მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების  თვალსაზრისით. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა  შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზაობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშჩუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.  ასევე წაიკითხეთ სუს-ი: მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, მოგვაწოდონ მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ განცხადება დეზინფორმაციაა

ანდრეი კასიანოვი: ჩვენ გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა გაკვირვებულია მეორე ფრონტის გახსნასა და ომის პარტიის შესახებ საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებით. ანდრე კასიანოვმა ჟურნალისტებს ოლექსი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი - გამარჯვების პარტია არსებობს. „ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინამ არ დაიწყო ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. გვიკვირს, იმიტომ, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის რადა, პრეზიდენტი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ოფიციალურ განცხადებებს და ქმედებებს შეაფასებს და არა საუბრის შინაარსს. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. „ჩვენ შევაფასებთ ოფიციალურ განცხადებებს და უფრო კარგად შევაფასებთ კონკრეტულ ქმედებებს. უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან და შეერთებული შტატების საელჩოსთან“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა 26 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ანდრეი კასიანოვი: არ მაქვს უფლება, კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირის განცხადებებზე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოსთან, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინა რუსეთისგან გაზს ყიდულობს და ევროპის ქვეყნებს აწვდის.  „მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს, - განაცხადა კასიანოვმა. კასიანოვმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ჯარისკაცები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. „მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს. ვინაიდან რუსეთთან ვაჭრობა ტოქსიკურია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები დარჩება. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, ვინც გაგზავნა მოთხოვნა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული მათი მეთაური და ხელმძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - აღნიშნა კასიანოვმა. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან“. „ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ანდრეი კასიანოვი: უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ  უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. უკრაინამ და მოლდოვამ ავანსად მიიღეს საჩუქარი. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა და ეს პოზიტიური შედეგი მათი მიღწევების შედეგია. „ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მივესალმებით. ეს არის ნამდვილი ისტორიული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის. ეს უკრაინისთვის ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა, უკრაინელი ხალხი მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებისთვის ამისთვის გამოვიდა, 120 დღეზე მეტია უკრაინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიას წინააღმდეგობას უწევს“, - აღნიშნა კასიანოვმა. მისი თქმით, უკრაინელები ახლა ევროპასა და დემოკრატიას ყოველ დღე იცავენ. „ჩვენი მომავლისთვის სიცოცხლეს სწირავენ. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება. ევროკავშირი იცვლება. ის უფრო ძლიერი იქნება. ის იქნება უფრო მზად იმისათვის, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ღირებულებები დაიცვას, გლობალურ განზომილებაში ეკონომიკური მოთამაშე უფრო ძლიერი იქნება, არ იქნება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებას. უკრაინა მზად არის და უკრაინა აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს. რუსულმა აგრესიამ და რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსოფლიო, ევროპა, ევროკავშირი შეცვალეს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. მან ასევე საქართველოს მოსახლეობას ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა. „23 ივნისი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ისტორიაში უკვე შევიდა”, - აღნიშნა კასიანოვმა.  

ანდრეი კასიანოვი: გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტიან მხარდაჭერას გაუწევდა

„რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, „რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, მათაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა“. ანდრეი კასიანოვის შეფასებით, უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. „ეს დღე გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, შევაფასოთ, რა გააკეთეს უკრაინამ და საქართველომ ურთიერთობების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ადამიანების მოლოდინების დაკმაყოფილება, ჩვენი საკითხებისა და პრიორიტეტული მიზნების განხილვა. უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია შეიძლება, დაიყოს ოთხ პერიოდად. პირველი პერიოდი – ხალხებს შორის კონტაქტები, ვაჭრობა და შავი ზღვა. მეორე პერიოდი – საბჭოთა დრო, ხალხებს შორის ურთიერთობა, დაძმობილებული ქალაქები, პარტნიორული სამრეწველო თანამშრომლობა. მესამე, თანამედროვე პერიოდი, საერთაშორისო სამართლებრივი იდენტობა, ჩვენი პრიორიტეტების განსაზღვრა, ორივე ქვეყნის განვითარება, მიზნების მსგავსება საერთაშორისო საკითხებში, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ხოლო მეოთხე პერიოდი არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ბოლო წლებში უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს წარმატებებს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში. რუსეთის 24 თებერვლის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნებისთვის პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისკენ უნდა ებიძგებინა არამხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც. რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში, უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელი მოხალისეები და მფრინავები იყვნენ. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, საქართველომ მიიღო მძლავრი შეიარაღების სისტემა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა და ეს ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობების ისტორია და აწმყო გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერით უკრაინა გადარჩება და გაიამრჯვებს, ხოლო მტერი დაისჯება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ანდრი კასიანოვი: შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით

უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. კასიანოვის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე. „მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა კასიანოვმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ანდრი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის

დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „უკრაინას ასევე სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - აღნიშნა კასიანოვმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.    

ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია

უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება - ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია, -  ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა. „უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.  

რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას ანდრი კასიანოვი

უკრაინის საელჩო საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლისას უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.   პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას  „ავიამიმოსვლის აღდგენისა და რეალური უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მიმართოს, რათა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციაში დახმარება აღმოუჩინონ“, - ამბობს კასიანოვი.   მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს ამასთან, კასიანოვი აღნიშნავს, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში, უკრაინის საელჩო ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას. „ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნა კასიანოვმა. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს „ახლა ჩვენ განვიხილავთ შესაძლო ორგანიზაციებსა და საევაკუაციო მარშრუტებს მათთვის, ვინც უფრო მოწყვლადია და დასაბრუნებელი ფული არ აქვს. ამავდროულად ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურ გადაადგილების საშუალებას განვიხილავთ“, - აცხადებს კასიანოვი.  „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

ანდრეი კასიანოვი: ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ვტოვებ

"საქართველოდან მივდივარ", - საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოდან მივდივარ, მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, – წერს კასიანოვი. როგორც ცნობილია, ანდრეი კასიანოვის ნაცვლად, დროებითი რწმუნებულის მოვალეობას ოლექსანდრ შულგა შეასრულებს.